Posts

ამაზონი ფასდაკლებებით

Image
  ❖  გვერდზე , რომლის მისამართს ქვემოთ ხედავთ, დევს ,,ამაზონის" ქართულენოვანი სარჩევი ❖  აღნიშნული გვერდის   გამოძახებისას, გადახვალთ ამაზონის რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გვერდზე. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-საც აღწევს. ❖   აღნიშნული   გვერდი მხოლოდ ქართულ ენოვან სვლაგეზს აქვეყნებს , იგი არ იწერს საქონელს და კონსულტანტები არ ყავს . ამაზონიდან დამოუკიდებლად უნდა გამოიწეროთ . ამაზონიდან გამოწერა არაა რთული. ❖   საქონლის უდიდესი არჩევანი, ზომიერი ფასები, დროული მოწოდება- დამახასიათებელია ამაზონისათვის. ❖   ამაზონზე ყოველთვის შედით  ამ  გვერდიდან  > https://www.medgeo.net/ ამაზონი - ფასდაკლებებით /

ხულოს შესახებ

Image
ხულო   ბუნების სილამაზითა და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლებით გამორჩეული მუნიციპალიტეტია აჭარაში. მისი ტერიტორია ვრცელდება ზღვის დონიდან 400-1007 მეტრის ფარგლებში.   ხულოს   ადმინისტრაციული ცენტრია დაბა   ხულო . არსიანისა და მესხეთის ქედების კალთებზე მდებარე   ხულო , გამოირჩევა მთა-გორიანობით. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ხულოში ყველაზე მაღალი მწვერვალი სახელად ყანლის მთის სიმაღლე 3007 მეტრია. ლაშქრობისთვის და ბუნებით ტკბობისთვის  ხულოს  მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია აჭარის რეგიონში.  ხულო  გამოირჩევა მისი ბუნების სილამაზითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლებით. აქ შეგიძლია მოინახულო ტბები, ჩანჩქერები და ულამაზესი მთები. Ამავდროულად შეგიძლია ეწვიო, XII საუკუნის უძველეს ტაძარს სხალთის მონასტერს, რომელიც გამორჩეულია მისი ისტორიით, არქიტექტურით და უძველესი ფრესკებით. აჭარაში და კერძოდ ხულოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მწვანე ტბა და შუამთის ტბები. მწვანე ტბა შესანიშნავი ადგილია კემპინგისთვის, ლაშქრობისთვის, წყლის ველოსიპედით გასეირნებისთვისა და პიკნიკისათვის. იგი მდებარ

ხულოს ისტორია

Image
ხულოს   მუნიციპალიტეტის ისტორიას არ აქვს უზარმაზარი არქივები, სამწუხაროდ არც რაიმე დოკუმენტაციაა შემორჩენილი. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდთან: ხულოს  ტერიტორია უძველესი დროიდან, თითქმის ბრინჯაოს ხანიდან დასახლებული იყო. აქ ნაპოვნია ისეთი კულტურული ძეგლები, როგორიცაა თხილვანის მენჰირი​ და კალოთის სამსხვერპლო​, რომლებიც ადასტურებენ ხულოში ცივილიზაციის არსებობას წინაქრისტიანულ ხანაში. საიტი აშენდა შუა საუკუნეებში, რასაც მრავალი უძველესი ეკლესია, ციხე და შუასაუკუნეების თაღოვანი ხიდი ადასტურებს. მე – 16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ დაიწყო აქტიური დაპყრობის პოლიტიკა მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში ერთდროულად. ქართული მიწები ოსმალეთის ექსპანსიის ერთ-ერთი მიმართულება გახდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამასთან, ყოფილი საქართველოს სამეფოს გაფანტული ნაწილები სხვადასხვა პერიოდებში ოსმალეთის იმპერიის გავლენის ორბიტაზე აღმოჩნდა, ასევე განსხვავებული იყო მათი ურთიერთობის ფორმები ოსმალეთის სახელმწიფოსთან. როგორც მთელი აჭარის რეგ

ხულოს ღირსშესანიშნაობები

Image
ისტორიული  ხულო  უამრავ საინტერესო სანახაობას შემოგთავაზებს. აქ შეგიძლია მოინახულო: XII საუკუნის სხალთის ულამაზესი მონასტერი, XI საუკუნის ციხისყელი-ვარციხის კომპლექსი, XII საუკუნის ხიხანის ციხე, XI-XIII საუკუნეების უჩხოს ხიდი, ალპური ბოტანიკური ბაღი და სხალთის ხეობაში არსებული შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმი. ხულოს  ბუნება ხულოს  ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა – მწვანე ტბა გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, ზღვის დონიდან 2058 მეტრზეა. შუამთის  ტბების  ნახვას ზღვის დონიდან 2150 მეტრზე სოფელ შუამთაში შეძლებ, საიდანაც ხიხანის ციხის ხედებიც იშლება. არ გამოგრჩეს ბაკოს ორი – დიდი და პატარა ჩანჩქერი, რომლებიც  ხულოს  სიმწვანეს ლურჯ ზოლად აჩნდება. სამცხისა და აჭარის საზღვარზე მდებარე გოდერძის ნამარხი  ტყე  გოდერძის უღელტეხილის აღმოსავლეთ კალთაზეა შეფენილი. მისი განსაკუთრებულობა ისაა, რომ მძლავრმა ვულკანურმა ამოფრქვევამ ტროპიკული  ტყე  ფერფლში ჩამარხა და დღეს გაქვავებული სახითაა შემორჩენილი. სითბოს მოყვარე ფოთლოვანი მცენარეები, ტყეში ნაპოვნი პალმები, მაგნოლიები და დაფნები მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ აქ ად

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

Image
სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებითა და ხედებით. ,,თუ საქართველო ოდნავ მაინც გიყვართ, სვანეთში უნდა წახვიდეთო”-ბრძანა დიდმა ილიამ. სვანეთი ზემო სვანეთად ( ენგურის  ხეობა) და ქვემო სვანეთად (ცხენისწყლის ხეობა) იყოფა. ასევე, ცალკე გამოიყოფა კოდორის ხეობის სვანეთი. თუ გსურთ  ლენტეხს  მუნიციპალიტეტს ეწვიოთ, მანქანით გაუყვებით ცხენისწყლის ხეობას და შედიხართ  ლენტეხის   სოფლებში, რომელთაგან ზოგი ცხენისწყლის ხეობაში მთის ძირებში მწყრის ბუდეებივით შეუმჩნევლად განლაგებულა, ნაწილს კი უფრო ზემოთ, კლდის კალთის ძირებში შეუფარებია თავი. ქვემო სვანეთი შესავალია იმ დიდი სილამაზისა, რასაც ზემო სვანეთი ჰქვია. მიუყვები ხეობას და ტოვებ სვანეთის პატ-პატარა, მაგრამ დიდი გულითა და სიცოცხლით სავსე სოფლებს-ნაღომარს, რცხმელურს, ყვედრეშს, გვიმბრალას, წიფლაკაკიას, ხოფურს, მაზაშს, ლამანაშურს… განაგრძნობ გზას და უახლოვდები მაღალ დათოვლილ მთებს. გეგებება რაიონული ცენტრი  ლენტეხი . ლენტეხის  მუნიციპალიტეტი მდებარეობს კავკასიონის  ქედის  სამხრეთ კალთაზე და წარმოადგენს

ლენტეხის შესახებ

Image
ლენტეხი , იგივე ქვემო სვანეთი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რაიონია, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. სვანეთი ადრინდელ საუკუნეებში კოლხეთის ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის, ხოლო უფრო მოგვიანებით მე-11 მე-15 საუკუნეებში გაერთიანებული საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ იგი სამ ნაწილად დაიყო: სვანეთის სამთავრო, ბალზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქვემო სვანეთი ლეჩხუმთან ერთად ოდიშის მთავარმა დაიმორჩილა, ამიტომ მას სადადიანო სვანეთსაც უწოდებდნენ. მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი მეცხოველეობაა. სასოფლო-სამეურნეო   კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები. მისდევენ ასევე მებაღეობასაც. აქ არის ასევე სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. რაიონის ერთ-ერთი სიმდიდრე კურორტი მუაშია, რომლის მინერალური წყლებიც სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ლენტეხი   ულამაზესი ბუნებითა და საინტერეო კულტურული ძეგლებით გამოი

კასპის შესახებ

Image
კასპის   მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც უძველესი ნამოსახლარები და არქეოლოგიური მასალა მოწმობს. კასპი   დარეული პერიოდიდანვე დაწინაურდა და მნიშვნელოვანი სამხედრო და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, რაც მისი გეოგრაფიულ-სტრატეგიული მდებარეობით იყო განპირობებული. იგი ციხე-ქალაქს წარმოადგენდა, რომელსაც საკუთარი სპასალარი ჰყოლია. V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს,   კასპი   განვითარების მაღალ საფეხურზე იდგა, დიდი ყურადღება ექცეოდა განათლებისა და აღზრდის საკითხს. მემატიანე მოგვითხრობს, რომ აქ წარჩინებულები და მეფეები აღსაზრდელად აგზავნიდნენ თავინთ შვილებს. კასპში იზრდებოდა ვახტანგ გორგასლის და მირანდუხტიც. VIII საუკუნეში არაბი სარდლის, მურვან ყრუს, ლაშქრობამ   კასპი   სრულიად გაანადგურა და ცხოვრება ჩაკვდა. XV საუკუნეში იგი ამილახვართა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, ადმინისტრაციულად კი ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში იყო. XV საუკუნის მეორე ნახევარში კი ქართლის მეფე სიმონ I-მა   კასპი