თიანეთის შესახებ


თიანეთი მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე რაიონია, რაზეც აქ არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლებიც მოწმობენ. თიანეთი, როგორც გეოგრაფიული მხარის სახელწოდება, ისტორიულ წყაროებში პირველად IV საუკუნეში ჩნდება.

“მოქცევაი ქართლისაის” თანახმად, წმინდა ნინო წობენიდან “გარდავიდა ერწუდ, და დადგა ჟალეთს, დაბისა ედემს და ნათელსცა ერწუ-თიანელთა”. XI საუკუნის დასაწყისში კახეთის სამეფოს ცენტრი თიანეთში იყო. აქ გადიოდა გადიოდა განშტოება სავაჭრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც ქართლს კავკასიის ალბანეთთან და სომხეთთან აკავშირებდა. არქეოლოგიური გათხრებისას თიანეთის რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია რომაული, სასანური და ბიზანტიური მონეტები. რაიონში მრავალი მნიშვნელოვანი ეკლესია და ციხე-სიმაგრე გვხვდება. მათ შორის ყველაზე ძველი ჟალეთის IV-V საუკუნეების ბაზილიკაა.

თიანეთი ბუნების მხრივაც აღსანიშნავია. აქ უამრავი ლამაზი ადგილია მცირე ტბებით, ტყეებითა და ყვავილოვანი მდელოებით. ადგილობრივი კურორტები შესანიშნავია დასასვენებლად და განტვირთვისთვის. მრავალრფეროვანი ღირსშესანიშნაობები და ბუნების სილამაზე ტურისტულად ძალიან მიმზიდველ და პოპულარულ რაიონად აქცევს თიანეთს. რაიონში წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას, მეცხვარეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას, მარცვლეული და საკვები კულტურების მოყვანას. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული. მუშაობს მცირე სიმძლავრის სიონის ჰესი. თიანეთში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკები, ორი თეატრი და ორი მუზეუმი.

წყარო: georgiantravelguide.com

თიანეთს გაუმარჯოს!
თიანეთელებს სალამი!

Comments

Popular posts from this blog

ამაზონი ფასდაკლებებით

ლენტეხის მუნიციპალიტეტი