ლენტეხის მუნიციპალიტეტი


სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებითა და ხედებით.

,,თუ საქართველო ოდნავ მაინც გიყვართ, სვანეთში უნდა წახვიდეთო”-ბრძანა დიდმა ილიამ.

სვანეთი ზემო სვანეთად (ენგურის ხეობა) და ქვემო სვანეთად (ცხენისწყლის ხეობა) იყოფა. ასევე, ცალკე გამოიყოფა კოდორის ხეობის სვანეთი.

თუ გსურთ ლენტეხს მუნიციპალიტეტს ეწვიოთ, მანქანით გაუყვებით ცხენისწყლის ხეობას და შედიხართ ლენტეხის  სოფლებში, რომელთაგან ზოგი ცხენისწყლის ხეობაში მთის ძირებში მწყრის ბუდეებივით შეუმჩნევლად განლაგებულა, ნაწილს კი უფრო ზემოთ, კლდის კალთის ძირებში შეუფარებია თავი. ქვემო სვანეთი შესავალია იმ დიდი სილამაზისა, რასაც ზემო სვანეთი ჰქვია. მიუყვები ხეობას და ტოვებ სვანეთის პატ-პატარა, მაგრამ დიდი გულითა და სიცოცხლით სავსე სოფლებს-ნაღომარს, რცხმელურს, ყვედრეშს, გვიმბრალას, წიფლაკაკიას, ხოფურს, მაზაშს, ლამანაშურს… განაგრძნობ გზას და უახლოვდები მაღალ დათოვლილ მთებს. გეგებება რაიონული ცენტრი ლენტეხი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან რეგიონს საქართველოში. რეგიონს სამხრეთ აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ლეჩხუმის ქედი, დასავლეთით კოდორის ქედი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად ჰიდროგრაფიულ ერთეულს წარმოადგენს მდ. ცხენისწყალი. დაბა ლენტეხში მას უერთდება მდ. ხელედურა და მდ. ლასკადურა, რის შემდეგ მდ. ცხენისწალი გამოდის ქვემო სვანეთის ქვაბულიდან. შემდეგ იგი რცხმელურის ხეობის სახელწოდებით არის ცნობილი, რომელიც აერთებს ქვემო სვანეთისა და ცაგერის ქვაბულებს, მას აქვს სუბმერიდიანული მიმართულება და გრძელდება დაბა ლენტეხიდან ქ. ცაგერამდე 20 კმ-ის მანძილზე. ქვემო სვანეთის ქვაბული გავრცობილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 85 კმ-ის მანძილზე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ფართობი 1344 კმ2-ია. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია დაბა ლენტეხი. სულ მუნიციოალიტეტში 61 სოფელია.

წყარო: lentekhi.gov.ge

ლენტეხს გაუმარჯოს!
ლენტეხელებს სალამი!

Comments

Popular posts from this blog

ამაზონი ფასდაკლებებით

თიანეთის შესახებ