ლენტეხის შესახებ


ლენტეხი, იგივე ქვემო სვანეთი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რაიონია, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს.

სვანეთი ადრინდელ საუკუნეებში კოლხეთის ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის, ხოლო უფრო მოგვიანებით მე-11 მე-15 საუკუნეებში გაერთიანებული საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ იგი სამ ნაწილად დაიყო: სვანეთის სამთავრო, ბალზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქვემო სვანეთი ლეჩხუმთან ერთად ოდიშის მთავარმა დაიმორჩილა, ამიტომ მას სადადიანო სვანეთსაც უწოდებდნენ. მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი მეცხოველეობაა.

სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები. მისდევენ ასევე მებაღეობასაც. აქ არის ასევე სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. რაიონის ერთ-ერთი სიმდიდრე კურორტი მუაშია, რომლის მინერალური წყლებიც სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

ლენტეხი ულამაზესი ბუნებითა და საინტერეო კულტურული ძეგლებით გამოირჩევა. თეთრად მოელვარე მწვერვალები, გრილი ტყეები, იალაღები, სვანური კოშკები და გამორჩეული ტაძრები ბევრ მოგზაურობის მოყვარულს, მოლაშქრესა და მთამსვლელს იზიდავს. რაიონში არის ტურბაზა და ალპიური ბანაკი „აილამა“, ასევე ბიბლიოთეკები, მუზეუმი და თეატრი.

წყარო: georgiantravelguide.com

ლენტეხს გაუმარჯოს!
ლენტეხელებს სალამი!

Comments

Popular posts from this blog

ამაზონი ფასდაკლებებით

თიანეთის შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტი