ხულოს შესახებ
ლაშქრობისთვის და ბუნებით ტკბობისთვის ხულოს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია აჭარის რეგიონში. ხულო გამოირჩევა მისი ბუნების სილამაზითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლებით. აქ შეგიძლია მოინახულო ტბები, ჩანჩქერები და ულამაზესი მთები. Ამავდროულად შეგიძლია ეწვიო, XII საუკუნის უძველეს ტაძარს სხალთის მონასტერს, რომელიც გამორჩეულია მისი ისტორიით, არქიტექტურით და უძველესი ფრესკებით.
აჭარაში და კერძოდ ხულოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მწვანე ტბა და შუამთის ტბები. მწვანე ტბა შესანიშნავი ადგილია კემპინგისთვის, ლაშქრობისთვის, წყლის ველოსიპედით გასეირნებისთვისა და პიკნიკისათვის. იგი მდებარეობს გოდერძის უღელტეხილთან 6 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2058 მეტრ სიმაღლეზე. მისი წყლის დონე გაზაფხულზე მაღალია, ხოლო ზამთარში კლებულობს, ასევე საინტერესო ფაქტია რომ ტბა წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს.
ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტი “გოდერძი”. ზამთრის სეზონზე გოდერძის კურორტი, სამთო აქტივობის მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილია. აქ დაგხვდება ფხვიერი თოვლი, მაღალი სტანდარტების მქონე ტრასები თხილამურებით და სნოუბორდით სრიალისთვის, ასევე შეგიძლია მეტი ექსტრემისთვის გამოსცადე ჰელი-სქიც.
წყარო: khulo.gov.ge
ხულოს გაუმარჯოს!
ხულოელებს სალამი!
.
.
Comments
Post a Comment