კასპის შესახებ


კასპის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც უძველესი ნამოსახლარები და არქეოლოგიური მასალა მოწმობს.

კასპი დარეული პერიოდიდანვე დაწინაურდა და მნიშვნელოვანი სამხედრო და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, რაც მისი გეოგრაფიულ-სტრატეგიული მდებარეობით იყო განპირობებული. იგი ციხე-ქალაქს წარმოადგენდა, რომელსაც საკუთარი სპასალარი ჰყოლია.

V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კასპი განვითარების მაღალ საფეხურზე იდგა, დიდი ყურადღება ექცეოდა განათლებისა და აღზრდის საკითხს. მემატიანე მოგვითხრობს, რომ აქ წარჩინებულები და მეფეები აღსაზრდელად აგზავნიდნენ თავინთ შვილებს. კასპში იზრდებოდა ვახტანგ გორგასლის და მირანდუხტიც. VIII საუკუნეში არაბი სარდლის, მურვან ყრუს, ლაშქრობამ კასპი სრულიად გაანადგურა და ცხოვრება ჩაკვდა. XV საუკუნეში იგი ამილახვართა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, ადმინისტრაციულად კი ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში იყო. XV საუკუნის მეორე ნახევარში კი ქართლის მეფე სიმონ I-მა კასპი ამილახვრებს ჩამოართვა და სვეტიცხოველს შესწირა. XIX საუკუნეში იგი სოფლის ტიპის დასახლება იყო. კასპი ცალკე რაიონია 1930 წლიდან. დღესდღეობით რაიონში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კულტურული და დასასვენებელი სივრცეები და ა.შ. იგი ასევე საქართველოში საშენ მასალათა წარმოების ცენტრია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ცემენტის, სპირტის, საკონსერვო და საკონდიტრო ქარხნები. კასპის ტერიტორიაზე გადის ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალი, რაც მის ეკონომიკურ პოტენციალს ზრდის. განვითარებულია ასევე სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, სარძევე მეცხოველეობა.

რაიონი გამოირჩევა ბუნების სილამაზით, აქ ასევე მრავალი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. კასპის უძველესი ციხე-სიმაგრეები და ტაძრები, როგორიცაა: რკონის მონასტერი, რკონის ციხე, სამთავისი და მრავალი სხვა, დიდი პიპულარობით სარგებლობს და უამრავ ტურისტს იზიდავს.

წყარო: georgiantravelguide.com

კასპს გაუმარჯოს!
კასპელებს სალამი!

Comments

Popular posts from this blog

ამაზონი ფასდაკლებებით

თიანეთის შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტი