როგორ შევარჩიოთ სწორად საინვესტიციო ობიექტები


 

ოგორ შევარჩიოთ სწორად საინვესტიციო ობიექტებიძირითადი პრინციპები.

  • ინვესტირების დაგეგმვა

უნდა შეიმუშავოთ თქვენი საინვესტიციო გეგმა. ბრძნული მიდგომა და საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება მოგცემთ უფრო მეტ შესაძლებლობას, რათა სწორად მოახდინოთ ინვესტირება. აგრეთვე, კი არ დაკარგოთ სახსრები, არამედ გაამრავლოთ ისინი.

უმჯობესია, თუ დამოუკიდებლად არ მოახდენთ ინვესტირებას არსად, თუ არ გესმით რას ეხება საუბარი. აგრეთვე, არ ღირს უბრალოდ იჯდეთ და დაელოდოთ თქვენი დანაზოგის გაუფასურებას. გაიუმჯობესეთ თქვენი ფინანსური განათლება. შეისწავლეთ ყველა საინვესტიციო ობიექტი და თანდათან გაიგებთ როგორ და სად არის მომგებიანი ინვესტირება. ასეთ შემთხვევაში, თუ გექნებათ დანაკარგიც კი – ეს იქნება დანაზოგის უმნიშვნელო ნაწილი. კიდევ ერთი ვარიანტია – მიმართეთ ამ სფეროში გათვიცნობიერებულ სპეციალისტებს.

  • თანდათანობითი ინვესტირება

ყველაზე წარმატებული და შემოსავლიანი ინვესტირება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საქმეში არ ჩადებთ მთლიან თანხას, არამედ ამას გააკეთებთ ეტაპობრივად. მაგალითად: საქმეში ჯერ ჩადებთ კაპიტალის მცირე ნაწილს. როდესაც შეამჩნევთ ბაზარზე სიტუაციის გაუმჯობესებას, კვლავ განახორციელებთ ინვესტირებას.

სწორედ ხანგრძლივი პერიოდით ინვესტირებას მოაქვს ყველაზე მეტი შემოსავალი. სპეციალისტების რეკომენდაციით, უმჯობესია პერსპექტიული ინვესტიციები – მაგ: აქციები, ბიზნესი. არ დაგავიწყდეთ, რომ საქმეში თანხის დაუსრულებელი ჩადება და უკან ამოღება იწვევს კაპიტალის ნაწილობრივ დაკარგვას.

  • საინვესტიციო ხარჯების ოპტიმიზაცია

ნებისმიერ საინვესტიციო პროცესს ყოველთვის თან ახლავს დამატებითი ხარჯები (გადასახადები, ბროკერების მომსახურების ანაზღაურება, საბანკო სერვისები და ა.შ.). ამიტომ, საჭიროა ისეთი საინვესტიციო ობიექტების შერჩევა, რომლებიც მოიტანენ სუფთა მოგებას, ხარჯების გარეშე.

  • კაპიტალის გაზრდა

ბევრი ინვესტორი ფულის დაბანდებას იწყებს მცირე რაოდენობიდან, შემდეგ კი თანდათან ზრდის კაპიტალს. ეს ხდება შემდეგნაირად – მოგების ნაწილი ემატება საკუთარ საინვესტიციო კაპიტალს.

გადადი სტატიის სრულ ვერსიაზე
💡მითითებული ლინკით შეგიძლიათ გადახვიდეთ სტატიის სრულ ვერსიაზე.  ორიგინალი ქართულ ენაზეა, მაგრამ გვერდის სულ ზემოთ არის გუგლის ტრანსლიატორის ღილაკი და შეგიძლიათ ათარგმნინოთ თქვენთვის სასურველ ენაზე.

Comments

Popular posts from this blog

ამაზონი ფასდაკლებებით

თიანეთის შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტი